"ნაგავში ყოფნა გერჩივნათ?" - შელაპარაკება პრეზიდენტსა და ახალციხელებს 17 სექტემბერი 2013, 10:17:50
AUTO PLAY
ახალციხეში, სასტუმრო "ლომსიადან" გამოსულ საქართველოს პრეზიდენტსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის გაღიზიანება ერთ-ერთი მოქალაქის კითხვამ გამოიწვია, რომელიც სასტუმროზე გაკეთებულ ინგლისურ წარწერასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის აზრით დაინტერესდა. "შემდეგ ჯერზე, როცა ჩვენზე ტყუილებს დაიჯერებთ, კარგად მოიკითხეთ, რა გეგმები აქვს ახალ მთავრობას. ნაგავში იყო აქაურობა. ნაგავში ყოფნა გერჩივნათ?!" - მიმართა სააკაშვილმა ერთ-ერთ მოქალაქეს. ამასთან, პრეზიდენტი ახალციხეში ვანო მერაბიშვილის მშობლებსაც სტუმრობდა. "სამხრეთის კარიბჭის" ცნობით, მიხეილ სააკაშვილი მერაბიშვილის სახლში დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა მათგან კომენტარის გარეშე წავიდა. პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არც მერაბიშვილის ოჯახის წევრებს უსაუბრიათ.
0
|
|