9 წლის ალუდა ქეთელაური საქართველოზე ადრე მსოფლიომ გაიცნო 11 სექტემბერი 2013, 19:52:44
AUTO PLAY
ავტორის კომენტარი: "საფრანგეთის ტელევიზია ამზადებდა პროექტს ..„მსოფლიოს 1000 ბავშვი 2000 წლისთვის. ესენი იყვნენ მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს განასახიერებდნენ. მაშინ გოგა ჭინჭარაულმა მოიყვანა ხელჩაკიდებული 9 წლის ალუდა, შემომცინა და შემომანათა თვალები. მხიარული, პოეტური, ცოცხალი და საოცრად კომუნიკაბელური, ჩავწერეთ... ფრანგები გაოცებულები დარჩნენ მისი სიტყვამოსწრებულობით, ფილოსოფიური აზრებითა და მუსკალურობით, ასეთი ბუნებრივი რომ იყო, ეს უკვირდათ ყველაზე მეტად. მთელი ეს წლები ვფიქრობდი, რომ ამ ვიდეოს ამ პატარა ბიჭს ავუტანდი ხევსურეთში და გავახარებდი. წლები წლებს მისდევდა და ვფიქრობდი, ოდესმე მოვახერხებდი... რამდენიმე თვეა აღმოვაჩინე ცისიქითელი, მომწონდა ამ ბიჭის გამორჩეული სახე, ვაკომენტარებდი და ვიწონებდი. არცერთხელ არ მომსვლია თავში, რომ ეს ის პატარა ბიჭი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გულში მყავდა. ამას წინათ მისი პატარა სახე ცისიქითელის კედელზე დაიდო და მაშინვე ვიცანი თავისი ინსტრუმენტით ხელში, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერე, მოსვენებადაკარგულმა არქვივში მოვძებნე და dvd-ზე ჩავაწერინე, ის იყო, გაზრდილიყო, დავაჟკაცებულიყო და სიკვდილიც მოესწრო...." ვიდეოს მისამართი https://www.facebook.com/photo.php?v=199633630207484
2
|
55.00
k
150.00
k
|