პოკერის 96 წლის მოთამაშემ მოწინააღმდეგები სახტად დატოვა 8 სექტემბერი 2013, 12:25:27
AUTO PLAY
ბანქოს თამაშებიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოკერია. მას თითქმის ყველა ასაკის მოთამაშე თამაშობს. პოკერის უხუცესად წლის ჯეკ ური შეიძლება ჩავთვალოთ, რომელმაც 2009 წელს, 96 წლის ასაკში, პოკერის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა სახტად დატოვა. ერთმანეთს ჯეკ ური და სტივენ ფრილანდერი ეთამაშებოდნენ. მაგიდაზე ჯერ მხოლოდ პირველი სამი კარტი იყო გახსნილი (ფლოპი), სტივენს ჩეკი (განაგრძო თამაში ფსონის გახსნის გარეშე) ჰქონდა ნათქვამი, ჯეკმა ფსონის გაზრდა გადაწყვიტა. მას არც სტივენი ჩამოუვარდა და ფსონი 5-ჯერ გაუზარდა. ვინაიდან ჯეკს საკმარისი ჩიპები არ ჰქონდა, მას ოლინის (ყველა ჩიპის ჩასვლა) თქმა მოუხდა. თუ როგორ განვითარდა მოვლენები თამაშში ვიდოედან შეიტყობთ. ამ თამაშიდან ერთ წელში, უხუცესი მოთამაშე 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯეკ ურის ოთხი შვილი, 11 შვილიშვილი, 14 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილის შვილი დარჩა.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|