რუსულ Voice-ში პუტინი "მღერის" 7 სექტემბერი 2013, 13:43:42
AUTO PLAY
რუსეთში "Voice"-ის ანალოგის "Голос"-ის მეორე სეზონი დაიწყო. ჟიურის წევრები წინა სეზონის შემდეგ არ შეცვლილან. ახალ შოუშიც კონკურსანტებს ალექსანდრ გრადსკი, დიმა ბილანი, ლეონიდ აგუტინი და პელაგეა გაწვრთნიან. ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, შოუმენმა ივან ურგანტმა გადაცემაში "Вечерний Ургант" მუსიკალური პროექტის შესარჩევი ტურის ვიდეო გაუშვა. ვიდეოში, ბრმა ქასტინგზე, არც მეტი არც ნაკლები პრეზიდენტი მღერის. რა თქმა უნდა ეს ვიდეომონტაჟია და ვლადიმერ პუტინი მწვრთნელების წინ არ მღერის, თუმცა მისი სიმღერა აღებულია სანკტ-პეტერბურგში გამართული საქველმოქმედო საღამოდან, სადაც პუტინმა სიმღერა Blueberry Hill-ი შეასრულა. "რუსული ხმის" პირველი სეზონი 2012 წლის 29 დეკემბერს დასრულდა. მასში მონაწილეობდა სამი ქართველი კონკურსანტი: აჩი ფურცელაძე, ანრი გოგნიაშვილი და სოფია ავაზაშვილი.
3
|
1099.00
k
1499.00
k
|