სოფელ ბაშში დედა 18 წლის წინ გარდაცვლილი შვილის მუმიას უვლის 5 სექტემბერი 2013, 13:05:52
AUTO PLAY
ჯონი ბაკარაძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გადაწყვეტილებით, ოჯახმა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაშში ცხოვრობს, მიცვალებული არ დაასაფლავა და უკვე 18 წელია, დედა, ციური კვარაცხელია შვილს ცოცხალივით უვლის. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შვილიშვილის გამო მიიღეს, რომელიც მამის გარდაცვალების დროს 2 წლის იყო. "ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, არ დაგვესაფლავებინა. ამბობდა, შვილმა უნდა ნახოს, როგორი მამა ჰყავდაო. ჯონის შვილი ახლა 20 წლისაა და მოდის ხოლმე. არ აქვს მკვდრის შიში, პირიქით, ამაყობს, რომ ასეთი კარგი მამა ჰყავდა" - ამბობს შვილმკვდარი დედა. პირველი 4 წელი მიცვალებულს ბალზამით ინახავდნენ, შემდეგ კი, როგორც დედა ამბობს, სიზმარში ნახა, რომ სპირტით შეენახა ცხედარი. მას შემდეგ ციური კვარაცხელია საკუთარი მეთოდით უვლის მკვდარ შვილს
31
|
1099.00
k
1499.00
k
|