ამერიკულმა ოჯახმა 300 ათასის ღირებულების ჩაძირული განძი იპოვა 4 სექტემბერი 2013, 18:29:30
AUTO PLAY
ამერიკულმა ოჯახმა ფლორიდის შტატის სანაპიროსთან ყვინთვისას საგანძურს მიაგნო. რიკ შმიტმა და მისმა მეუღლე ლიზამ შვილებთან ერთად სკივრი იპოვეს, რომელშიც 300 ათასი დოლარის ღირებულების განძი აღმოჩნდა. ოჯახმა საგანძური სანაპიროდან 137 მ-ის დაშორებით აღმოაჩინა. საგანძური 11 ესპანური ხომალდის ნარჩენებს შორის იყო, რომლებიც ჰავანიდან ესპანეთისკენ მიემართებოდნენ. ისინი 1715 წელს გრიგალის დროს ჩაიძირნენ. ჩაძირული საგანძურის მთლიანი ღირებულება 400 მლნ დოლარია. ამ დრომდე მხოლოდ 175 მლნ დოლარის ღირებულების განძია ნაპოვნი. 2010 წელს კატასტროფის ადგილზე საგანძურის ძიების უფლება კომპანია Fleet - Queens Jewels LLC-მ შეისყიდა. კანონის თანახმად, ოჯახმა სახელმწიფოს ნაპოვნი ოქროს 20%, კომპანიას კი დარჩენილი 80% შუაზე უნდა გაუყოს. შმიტების ოჯახმა ოქროს ადრეც მიაგნო. გასულ წელს მათ ოქროს მონეტა იპოვეს. 2002 წელს კი შმიტის ვაჟმა ერიკმა ფსკერზე 300-წლიანი ვერცხლის ლამბაქი იპოვა, რომლის ღირებულება 25 ათასი დოლარი იყო.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|