შიშველი შოპინგი კიევში - უფასოდ ჩაცმის მსურველები გახდილები დარჩნენ 3 სექტემბერი 2013, 17:42:34
AUTO PLAY
უკრაინაში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სარეკლამო აქცია წარუმატებლად დასრულდა. კიევში მდებარე მაღაზიამ მყიდველებს სახალისო აქცია "მოდი შიშველი, წადი ჩაცმული" შესთავაზა, თუმცა პრობლემა მაშინ წარმოიქმნა, როცა მაღაზიას იმაზე მეტი შიშველი კიეველი მიაწყდა, ვიდრე მაღაზიაში უფასო ტანსაცმელი იყო. აქციის ორგანიზატორებმა, როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ შეაფასეს თანამემამულეების სიხარბე. ჯერ კიდევ სავაჭრო ცენტრის გაღებამდე, ქუჩაში ასობით ნახევრად შიშველი ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც არც სირცხვილის გრძნობა აწუხებდათ და არც შემოდგომის ცივი წვიმა. მაღაზიის გაღებისთანავე შიშვლებმა "შტურმით აიღეს" შენობა. ტანსაცმელში დამალული იყო კუპონები, რომლებიც საშუალებას აძლევდა აქციის მონაწილეებს, უფასოდ მიეღოთ მაისურები, ტრუსები და ბოტასები. თუმცა, როგორც ბოლოს გაირკვა, სულ 32 ადამიანს გაუმართლა.
1
|
140.00
k
225.00
k
|