კიდურების გარეშე დარჩენილი ბიჭუნას და უკუდო დელფინის მეგობრობის ამბავი 3 სექტემბერი 2013, 17:39:15
AUTO PLAY
8 წლის სიერან კელსო, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ინგლისიდან ფლორიდაში გადაფრინდა, რათა დელფინ უინთერთან, რომელსაც კუდის პროთეზი აქვს, აუზში ეცურავა. ბიჭუნამ 1 წლის ასაკში გადატანილი მძიმე ავადმყოფობის გამო კიდურები დაკარგა, თუმცა მისი მშობლები არ დანებდნენ და პატარას სპეციალური პროთეზით ცურვა ასწავლეს. უინთერი და სიერანი ერთი საათის განმავლობაში მწვრთნელთან ერთად ნებივრობდნენ წყალში. "მას ეგონა რომ უბრალოდ გასაცნობად მოდიოდა, ვერც კი წარმოედგინა რომ დელფინთან ცურვის საშუალებას მისცემდნენ. ძალიან გახარებულია და უინთერი თავის მეგობრად მიაჩნია", - ამბობენ სიერანის მშობლები.
0
|
|