ეს ძირითადად გაზაფხულზე ხდება, როცა ფუტკარი ძალიან მრავლდება და სკაში აღარ ეტევა, ამ დროს ნახევარი ტოვებს სკას და ახალი ადგილის ძებნის მოლოდინში ასე დაეკიდებიან ხეზე. მზვერავ ფუტკრებს აგზავნიან ახალი ადგილის საპოვნელად. ნაყარი რომ არ გაიქცეს, მეფუტკრეები ამ დროს ხმაურის გამოწვევას ცდილობენ, დოლზე აბრაგუნებენ ან ტაშტზე.მერე ფუტკარს ყუთი ჩაფერთხავენ. ამ დროს საშიში არ რიან, რადგან არ იკბინებიან. ეს იმიტომ, რომ ხორთუმები სავსე აქვთ თაფლით. მოკლედ პატარა ლექცია გამომივიდა.:) უბრალოდ ხშირად მინახავს ეს პროცესი სოფელში.