მელორ ვაჩნაძის მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილს მიუცვივდნენ 28 აგვისტო 2013, 20:39:18
AUTO PLAY
ბათუმში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებსა და მელორ ვაჩნაძის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძის მხარდამჭერებმა, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებოდნენ, სადაც მელორ ვაჩნაძის პროცესი მიმდინარეობდა, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლეს. სააკაშვილი კორტეჟის თანხლებით აღნიშნულ ტერიტორიას ტოვებდა. დაცვა შეეცადა, პრეზიდენტის მანქანასთან ვაჩნაძის მხარდამჭერები არ მიეშვა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. როგორც ვაჩნაძის მხარდამჭერები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილს ბათუმში ჩასვლის უფლება არ აქვს და ბათუმში სადაც გამოჩნდება, ყველგან მსგავსი ხმაურით დახვდებიან.
0
|
|