ტელეწამყვანმა მერთან ინტერვიუს დროს გაიხადა 26 აგვისტო 2013, 14:55:21
AUTO PLAY
ქალაქ კელოუნაში (კანადა) შოუს "On The Rocks" წამყვანმა, ლორი ველბოურნმა მერთან, ვოლტერ გრეისთან ინტერვიუს დროს გაიხადა. ჟურნალისტი იმ თემის შესაბამისად მოიქცა, რომლის შესახებ ინტერვიუს წერდა - აქვთ თუ არა კანადელ ქალებს უფლება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შიშველი მკერდით იარონ. ინტერვიუს დროს წამყვანმა მიკროფონი რესპოდენტს მიაწოდა, მაისური გაიხადა და შეკითხვების დასმა სრულიად შიშველმა განაგრძო. მერი ქალის საქციელით გაოცებული დარჩა და შეეცადა, შიშველი მკერდისთვის თვალი აერიდებინა. მერის შეკითხვაზე, თუ რატომ გაშიშვლდა, ჟურნალისტმა უპასუხა, რომ "ოთახში ძალიან ცხელა". მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქალთა საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილენი ფიქრობენ, რომ სუსტი სქესის წარმომადგენელსაც უნდა ჰქონდეს საშუალება, ზაფხულის სიცხეში წელს ზემოთ გაიხადოს.
21
|
|