ირაკლი ინწკირველი - "საბავშვო ახალი ტალღის" ქართველი მონაწილე 26 აგვისტო 2013, 13:10:25
AUTO PLAY
18-დან 20 აგვისტოს ჩათვლით, არტეკში "საბავშვო ახალი ტალღის" ფინალური ეტაპი გაიმართა. კონკურსში საქართველოს სახელით ირაკლი ინწკირველი იღებდა მონაწილეობას, რომელმაც საბოლოოდ მეექვსე ადგილი დაიკავა. ირაკლიმ პირველ საკონკურსო დღეს "Мой друг играет блюз" იმღერა, ხოლო მეორე დღეს სოსო პავლიაშვილის "Ждет тебя грузин" შეასრულა. საბავშვო ახალი ტალღა 2013-ის გამარჯვებულად კი 12 წლის უკრაინელი სოფია ტარასოვა დასახელდა. საბავშვო ახალი ტალღა 2013-ის ჟიური 9 წევრისგან შედგებოდა: კონსტანტინ მელაძე, იგორ კრუტოი, ალესანდრო საფინა, ანი ლორაკი, ვერა ბრეჟნევა, ჯამალა, ირინა დუბცოვა, სერგეი ლაზარევი და იულია სავიჩივა. რაც შეეხება წამყვანებს, კონკურსს 9 წამყვანი ჰყავდა, რომელთა შორის, ტრადიციულად როგორც ყოველ წელს, ქართველი ქრისტინა ჩაკვეტაძე იყო, რომელიც ამ კონკურსში 2008 წელს იღებდა მონაწილეობას.
2
|
140.00
k
225.00
k
|