მიხეილ სააკაშვილი - "თვლით რომ გამომიჭირეთ, მაგრამ მე გამოგიჭერთ" 20 აგვისტო 2013, 16:41:43
AUTO PLAY
"იმედი" ვინ დახურა ხომ არ გახსოვთ? ჩვენ რომ დავხურეთ, მერე გავხსენით, სახელი და გვარი ვინც "იმედი" დახურა არის გიორგი თარგამაძე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილმა სცადა სახელმწიფო გადატრიალება და გამოვიდა ღია ეთერში, "იმედის" კოლექტივმა დახურა ტელევიზია. "ეს მოხდა მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ რუსების დავალებით თქვენი მაშინდელი მფლობელი აკეთებდა სახელმწიფო გადატრიალებას და კლავდა შს მინისტრს და აპირებდა რაღაცას პრეზიდენტზე," - აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე განცხადებით, "მეცხრე არხი" პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დახურა. "ვინ დახურა "მეცხრე არხი"? გაუშვა ფილმი პუტინზე, დაურეკეს "მეცხრე არხის" მფლობელს და ხომ არ იცით მისი სახელი და გვარი, ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დახურა არხი მოსკოვიდან დარეკვით. თუ გინდათ სიმართლე, მე იქ ვიყავი და ვიცი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
5
|
140.00
k
225.00
k
|