ჩემ დროს რომ პატიმარი ვინმეს მოეკლა, კაცობრიობის მტრად გამომაცხადებდით 20 აგვისტო 2013, 16:36:42
AUTO PLAY
"ჩემი მთავრობის დროს რომ პატიმარი ვინმეს მოეკლა, კაცობრიობის მტრად არ გამომაცხადებდით?!" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საპატიმროებში გახშირდა საეჭვო გარდაცვალების შემთხვევები. ამასთან დაკავშირებით, მან გეგუთის კოლონიაში მომხდარი ინცინდენტის შედეგად ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტი გაიხსენა. პრეზიდენტმა ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანაშაულის ზრდა პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის დამსახურებაა. სააკაშვილის თქმით, მის ინიციატივას, მოეხსნას ნასამართლეობა და პირობითი მსჯავრი გარკვეული კატეგორიის პირებს, კავშირი არ აქვს იმ ფართომასშტაბიან ამნისტიასთან, რომელიც პარლამენტმა ჩაატარა.
0
|
|