ბიძინა ივანიშვილი მეცხრე არხის შესახებ - 2012 წლის ნოემბერი 19 აგვისტო 2013, 23:12:35
AUTO PLAY
2012 წლის ნოემბერი, ბიძინა ივანიშვილი საუბრობს მეცხრე არხზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. "ამ ქონებას ვაჩუქებ პირველ არხს. შენობიდან დაწყებული და ყველაფერს გადავცემ პირველ არხს უფასოდ, და კარგი იქნება თუ ეს ჟურნალისტების გუნდიც მაქსიმალურად გადაიყვანონ და გადავიდეს იქეთ და ეს იმართოს იქედან რომ უმუშევარი არ დარჩნენ ჟურნალისტები" რამდენიმე დღის შემდეგ გააკეთა განმარტება თავის ნათქვამზე: "მე არ მქონდა მხედველობაში ის რაც გადათარგმნეს ჩვენმა ოპონენტებმა თავისებურად, თვითონ როგორც ფიქრობენ. რომ რაღაც მითვისებას ვაპირებ და მედიის შეზღუდვას და ასე შემდეგ. მე შევიცვალე ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მივიღე. რომ აღარ მოხდეს ისეთი ფორმით, როგორიც მე ვთქვი, არ შეუერთდეს მეცხრე არხი საზოგადოებრივ არხს, თუ საზოგადოება მოახერხებს და მივიღებ მონაწილეობას, როგორც საზოგადოების ერთერთი წევრი, ჭეშმარიტად საზოგადოებრივი არხი მივიღოთ პირველი არხის ბაზაზე, მე ასე ვამბობდი. ასეთ შემთხვევეაში მეცხრე არხის საჭიროება აღარ იქნება და თავისი ჟურნალისტებით და აპარატურით, რაც გაგვაჩნია ყველაფერს ვჩუქნიდი პირველ არხს. ამან ოპონენტებში გამოიწვია, ჩემი აზრით, შეგნებულად დამახინჯება ამ აზრის და იდეის, და ა.შ. და შესაბამისად საზოგადოებაშიც გაიხლიჩა აზრი. აქედან გამომდინარე, მეცხრე არხი დარჩება, მაგრამ არ ექნება ისეთი კავშირი, რაც მე მაწუხებს, რომ იქ ჩემი ოჯახის წევრი არის დიდი ნაწილის მფლობელი. ჩვენ ვცდილობთ ეხლა რომ ძალიან საინტერესი ბორტი შეიქმნას, ძალიან საიმედო და საინტერესო ჟურნალისტებით და საზოგადოების წევრებით, ვისაც გადაეცემა ეს მართვაში, ეს აქციები და ისეთი ფორმა მოვიფიქროთ და ვიმსჯელებთ კიდეც საზოგადოებასთან ერთად, ვისაც სურვილი ექნება, რომ არ დარჩეს კითხვები იმასთან დაკავშირებით. რომ ამ ტელევიზიას რამე კავშირი აქვს ჩემთან და ჩემს ოჯახთან რომ ჩვენგან არ იმართება. არც იმართებოდა არასდროს, რომ ეს უხერხულობა არ იყოს და ამ უხერხულობას განვიცდი დღეს, და ჩემი გადმოსახედიდან პრემიერ მინისტრს არ უნდა ქონდეს ტელევიზია, თუმცა კანონი ამას არ კრძალავს. მორალურად, მე ვფიქრობ რომ ჩემთან არ უნდა იყოს კავშირში რაიმე მედია საშუალება და ამასაც ალბათ მოვაგვარებთ."
0
|
|