ბათუმის “ბულვარზე” ელექტრომობილებმა დაიწყეს პატრულირება 17 აგვისტო 2013, 10:59:14
AUTO PLAY
შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 15 აგვისტოდან ბათუმის “ბულვარის” მთლიან პერიმეტრს 4 ახალი ელექტრომობილი და საპატრულო ეკიპაჟები ემსახურებიან. ელექტრომობილები ბულვარზე დღის 16 საათიდან ღამის 04:00 საათამდე მოახდენენ პატურლირებას. აღნიშნული სიახლის ძირითადი ფუნქციაა საზოგადოებრივი წესრიგის და ბულვარზე ფეხით მოსიარულე ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ელექტორომობილები არ აბინძურებენ გარემოს და მათი ბულვარზე გადაადგილება დამსვენებლებს დისკომფორტს არ შეუქმნის.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|