„დავიღალეთ მიშას დევნით“ - შეძახილები აქციაზე 11 აგვისტო 2013, 11:29:51
AUTO PLAY
მიხეილ სააკაშვილმა და საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ზუგდიდში რესტორანი „დიარონი“ საპროტესტო შეძახილებისა და ხმაურის ფონზე დატოვეს. პრეზიდენტის ვიზიტი ადგილობრივებმა გააპროტესტეს და რესტორნის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ მედიასთან განაცხადა, რომ ვახშამი „დიარონში“ წინასწარ დაგეგმილი არ იყო, ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეს და რესტორნის ადმინისტრაციას მისვლის შესახებ 15 წუთით ადრე აცნობეს. „ჩვენთვის ცნობილია, ვინ ავრცელებს ინფორმაციას პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ“, - აღნიშნა ხაჩიძემ. „დიარონთან“ აქცია ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა. „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენლის, კახა მიქაიას თქმით, პრეზიდენტს ზუგდიდში ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს. პრეზიდენტის ესკორტის წასვლის შემდეგ, აქციის მონაწილეები მალევე დაიშალნენ.
1
|
140.00
k
225.00
k
|