განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა" და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს 4 აგვისტო 2013, 18:10:29
AUTO PLAY
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა" და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. სამინისტროს ინფორმაციით, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1953 წელს დაბადებული ელგუჯა შ. ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დარგული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანას" შემცველი 17 ძირი კანაფი. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 2 კილო და 700 გრამი ნედლი "მარიხუანა". სამართალდამცველებმა ელგუჯა შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 19 საბრძოლო ვაზნით "გეკოს" ტიპის მცირეკალიბრიანი შაშხანაც ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.
4
|
|