ბაჩო ახალაია და გიგი კალანდაძე უდანაშაულოდ ცნეს 1 აგვისტო 2013, 11:13:32
AUTO PLAY
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გაამართლა. სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა, რომლის მიხედვით, ახალაიას აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუუქმდა. ამ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, ე.წ. სენაკისა და ვაზიანის ეპიზოდებს - სამხედროების წამებასა და წამების ორგანიზებას, ასევე ზვიად აბესაძის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ეხებოდა. ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამებასა და ე.წ. ციხის ბუნტზე.
1
|
|