პატიმარი ციხიდან ბადრაგის თვალწინ გაიქცა 31 ივლისი 2013, 12:27:46
AUTO PLAY
ამერიკაში, არკანზასის შტატის ციხეში, სათვალთვალო კამერამ პატიმრის გაქცევის კადრები დააფიქსირა. 33 წლის დერიკ ესტელი ციხის ადმინისტრაციის დერეფანში ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად მან ყურმილი დააგდო, მოსაცდელის ვიწრო ფანჯარაში გადაძვრა და გაიქცა. ბადრაგი მაშინვე დაედევნა, თუმცა გაქცეული პატიმრის დაჭერა ვერ მოახერხა. გაქცეული პატიმარი ეზოში მდგარ მანქანაში ჩახტა და გაუჩინარდა. პოლიციის ვარაუდით, ესტელი ტელეფონით თანამზრახველს ესაუბრებოდა, რომელმაც შეატყობინა, რომ გარეთ მანქანა ელოდებოდა. პატიმარი ყაჩაღობისა და ძარცვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|