57.3 მეტრიდან თავით გატანილი გოლი 31 ივლისი 2013, 10:18:16
AUTO PLAY
ნორვეგიის ჩემპიონატში გამართული "ოდ გრენლანდისა" და "ტრომსეს" (3:1) შეხვედრა შესაძლოა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს. საქმე ისაა, რომ "ოდ გრენლანდის" ნახევარმცველმა იონ სამუელსენმა საოცარი გოლი გაიტანა. ფეხბურთელმა თავისი ნახევრიდან მეტოქეს გოლი თავური დარტყმით გაუტანა. სამუელსენის შთამბეჭდავი გოლი შესაძლოა გინესის რეკორდების წიგნში შევიდეს. მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ფეხბურთელის დარტყმის ადგილიდან კარამდე მანძილი გაზომა და გაირკვა, რომ სამუელსენის გოლი 57.3 მეტრიდან გატანილი ყოფილა. თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ თავიდან უბრალოდ ბურთის მოგერიებას აპირებდა და სულაც არ იცოდა, თუ კარი ცარიელი იყო.
0
|
|