რაჭაში ექვსი ახალგაზრდა სოკოთი მოიწამლა 30 ივლისი 2013, 13:06:35
AUTO PLAY
სოკოთი მოწამვლის გამო, ექვსი ახალგაზრდა ამბროლაურის საავადმყოფოდან, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახალგაზრდები რაჭაში ისვენებდნენ, მათ ტყეში სოკო მოაგროვეს და მიირთვეს, რის შემდეგაც გონება დაკარგეს და ჰალუცინაციური სინდრომი განუვითარდათ.
3
|
|