სალომე ქათამაძე და დუეტი "ჯორჯია" - "ახალი ტალღის" მეორე საკონკურსო დღე 26 ივლისი 2013, 10:54:31
AUTO PLAY
25 ივლისს იურმალაში "ახალი ტალღა" 2013-ის მეორე საკონკურსო დღე გაიმართა, სადაც მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნების ჰიტები შეასრულეს. ქართველმა მომღერალმა სალომე ქათამაძემ კონკურსის 2008 წლის გამარჯვებულ დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად ქართული სიმღერების პოპური შეასრულა და ჟიურის ცხრა წევრისგან უმაღლესი 11 ქულა დაიმსახურა, ლეონიდ აგუტინმა ქართველ მომღერლებს 10 ქულა, ტოტო კუტუნიომ კი - 8 ქულა მიანიჭა. ამრიგად, საერთო შედეგების მიხედვით პირველ ადგილს კვლავ კუბელი მომღერალი ინარჩუნებს 241 ქულით, მეორეზე სალომე ქათამაძეა 237 ქულით, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილს სომხეთი და ვიეტნამი ინაწილებენ 234 ქულით.
6
|
1099.00
k
1499.00
k
|