ლეიკემიით დაავადებული ბიჭის მხარდასაჭერად უფროსმა ბუშმა თავი გადაიპარსა 25 ივლისი 2013, 19:32:18
AUTO PLAY
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის საოცრად ადამიანურმა საქციელმა დასავლური მედია აალაპარაკა. 89 წლის უფროსმა ბუშმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვის სოლიდარობის ნიშნად თავი გადაიპარსა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბუშის დაცვის სამსახურის წევრის შვილს ლეიკემია დაუდგინეს. როცა 2 წლის პატრიკს თმის ცვენა დაეწყო, მამის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ბიჭი გაემხნევებინათ და დაცვის მთელმა სამსახურმა თავი გადაიპარსა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ჯორჯ ბუშ უფროსს. 89 წლის ყოფილმა პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა, თვითონაც ამ ფორმით გამოეხატა პატრიკისადმი მხარდაჭერა. 60 წლის წინ, 1953 წელს, ჯორჯ ბუშს და მის მეუღლე ბარბარას, ლეიკემიით 3 წლის გოგონა რობინი დაეღუპათ.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|