ქმარმა ცოლის ისტერიკა youtube-ზე ატვირთა და სანაცვლოდ განქორწინება მიიღო 25 ივლისი 2013, 19:20:57
AUTO PLAY
30 წლის მამაკაცმა, რომელმაც მანქანით მგზავრობისას თავისი მეორე ნახევრის ისტერიკა გადაიღო და youtube-ზე ატვირთა, ცოლისგან "სანაცვლოდ" განქორწინება მიიღო. ახალგაზრდა წყვილს დიდი ხანია პრობლემები ჰქონდა, რომელიც ოჯახის ფსიქოლოგის დახმარებითაც კი ვერ მოაგვარა. ბოლოს ჯიმმა რადიკალურ გზას მიმართა, რომ უიტნისთვის ეჩვენებინა, როგორ გამოიყურებოდა ქალი მის თვალში ჩხუბის დროს. დასვენების საკითხის განხილვისას ქალმა მანქანაში ისტერიკა მოაწყო, რაც ქმარმა მობილური ტელეფონით ფარულად გადაიღო და youtube-ზე გაავრცელა. იმავე დღეს უიტნიმ განქორწინებაზე განცხადება შეიტანა.
1
|
|