სალომე ქათამაძემ ფურორი მოახდინა - "გოგონა-ენერგია" იურმალას სცენაზე 25 ივლისი 2013, 16:47:34
AUTO PLAY
24 ივლისს იურმალაში "ახალი ტალღა 2013"-ის პირველი საკონკურსო დღე შედგა. 16-მა კონკურსანტმა მსოფლიო ჰიტები შეასრულა. საქართველოს წარმომადგენელმა სალომე ქათამაძემ Boyz II Men-ის ჰიტი End Of The Road შეასრულა. მისმა გამოსვლამ დარბაზში ფურორი მოახდინა, არ წყდებოდა აპლოდისმენტები გამოსვლის დასრულების შემდეგ. ჟიურის ერთ-ერთი წევრი, იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს. ჟიურის 11 წევრიდან ათმა უმაღლესი - 11 ქულა დაუწერა სალომეს, მხოლოდ ერთმა მათგანმა, რუსმა პროდიუსერმა მაქსიმ ფადეევმა - 10. ამ მაჩვენებლით, პირველი საკონკურსო დღის შემდეგ სალომე 120 ქულით მეორე ადგილზეა. პირველ ადგილს კუბელი რობერტო კელ ტორესი იკავებს 121 ქულით. როცა სალომემ გამოსვლა დაასრულა, წამყვანების ყურადღება დარბაზიდან ერთმა ემოციურმა გულშემატკივარმა მიიპყრო. სოხუმიდან დევნილ ჟურნალისტს თენგიზ პაჭკორიას ეცვა მაისური წარწერით: Georgia Sokhumi და საქართველოს დროშას აფრიალებდა... დღეს, 25 ივლისს მეორე საკონკურსო დღე გაიმართება, სადაც სალომე დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად იმღერებს. ქათამაძე მეორე საკონკურსო დღეს მეთერთმეტე ნომრად გამოვა.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|