მარიამ კოჩილაძის მკვლელის ქვეყნიდან გასვლის ვიდეო 24 ივლისი 2013, 23:22:01
AUTO PLAY
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით: 16 წლის მარიამ კოჩილაძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს, 19:22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა. აღნიშნული პირის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან უკვე აწარმოებს.
0
|
|