ბავშვი 24-ე სართულზე ფანჯრის გისოსებში თავით გაიჭედა 22 ივლისი 2013, 16:45:49
AUTO PLAY
ჩინეთში უჩვეულო "ეპიდემიაა" სუიციდის ელემენტებით. ბოლო კვირეების მანძილზე, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ფანჯრის გისოსებში ათამდე ბავშვი გაიჭედა. აღმოჩნდა, რომ იმ ჩინელ ბავშვებს, ვინც ბოლო დროს "გულმოდგინედ" იჭედება ფანჯრის გისოსებში, მშობლები სახლში კეტავენ, თვითონ კი საქმეებზე მიდიან. აბა, რა გასაკვირია, რომ საბრალო ბავშვები გისოსებიდან ცდილობენ თავის დაღწევას, ოღონდ ვერაფრით ახერხებენ ამას. რა მოხდებოდა მაშინ, ამ ხუთი წლის გოგონას, რომელიც 24-ე სართულის ფანჯარაში, 70 მეტრის სიმაღლეზე ჰკიდია, ცოტა უფრო პატარა თავი რომ ჰქონოდა? გოგონამ, რომელიც რატომღაც ფანჯრიდან გადაძრომით ცდილობდა სახლიდან თავის დაღწევას, გისოსებში თავით გაჭედილმა თითქმის 40 წუთი გაატარა. მაშველები პატარას მეზობლის ბინიდან მისწვდნენ და გაათავისუფლეს.
0
|
15.00
k
28.00
k
|