ჩინეთში მსოფლიოში უდიდესი დაკიდული ხიდი გაიხსნა 21 ივლისი 2013, 16:44:31
AUTO PLAY
ჩინეთში მსოფლიოში უდიდესი დაკიდული ხიდი გაიხსნა. იაქსინ-შაოგსინის ხიდი, რომელიც ზღვას კვეთს, 10 კილომეტრის სიგრძისაა. მის მშენებლობას ოთხი წელი და 6 მილიარდი იუანი (1 მილიარდი ამერიკული დოლარი) დასჭირდა. ორი წლის წინ კი ამ ქვეყანაში მსოფლიოში უგრძესი - 42 კილომეტრიანი ხიდის მშენებლობა დასრულდა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული. 2009 წლიდან მოყოლებული, ჩინეთმა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 585 მილიარდი ამერიკული დოლარის ექვივალენტი - 4 ტრილიონი იუანი დახარჯა, რაც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან სრულ შეუსაბამობაშია.
0
|
|