"პუტინს ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვის 2 მილიარდი აქვს მიცემული" - სააკაშვილი 20 ივლისი 2013, 16:55:03
AUTO PLAY
პუტინს ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვის 2 მილიარდი დოლარი აქვს მიცემული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში, სტუდენტებთან და ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, სწორედ ამის გამო პუტინი მიიჩნევს, რომ საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ მას ყველაფერი უნდა "დაუთმოს". ამასთან, ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, "დათმობაში" ორი რამ - საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მინიმუმ სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური განადგურება და ყველაფერ იმაზე დათანხმება იგულისხმება, რასაც წლების განმავლობაში თავად არ თანხმდებოდა.
0
|
|
nukrichanturia
მასწავლე როგორ მოვიმატო ეგ ვარსკვლავები