92 წლის კაცმა ცოლად 22 წლის გოგონა შეირთო 19 ივლისი 2013, 19:49:47
AUTO PLAY
92 წლის ერაყელმა კაცმა ცოლად 22 წლის გოგონა შეირთო. მუსლაი მოჰამედი თავის სოფელში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. პირველი ცოლის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ მან ხელახლა დაქორწინება გადაწყვიტა. პატარძალი მასზე 70 წლითაა უმცროსი. "ცოლის სიკვდილის შემდეგ სულ მარტო დავრჩი, ხმის გამცემიც კი არ მყავდა. მინდოდა კარგი დრო მეტარებინა, ცხოვრებისგან სიამოვნება მიმეღო, მაგრამ არაფერი არ ხდებოდა. მერე კი ღმერთმა მეორე ცოლი მომცა, ჩემი სიამოვნებისთვის. ეს კარგია თუ ცუდი?" - ამბობს მუსლაი. მის ახალ ცოლს, მუნა ალ-ჯაბურს ამ ყველაფერზე, როგორც ჩანს, ფატალისტური შეხედულება აქვს: "როდესაც მისი სურათები ვნახე, გავაცნობიერე, რომ ეს ჩემი ბედი იყო, ამიტომაც გადავწყვიტე გათხოვება".
0
|
1099.00
k
1499.00
k
|