"კისერზე შემომჯდარი "ნაცები" გვგესლავენ" 10 ივლისი 2013, 14:55:56
AUTO PLAY
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ომარ ნიშნიანიძის ეპითეტებითა და იგავებით გაჯერებულმა გამოსვლამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ძალიან გაახალისა. თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა პოლიტიკურ ძალებს შორის კოჰაბიტაცია კუს და მორიელის იგავს შეადარა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "მაშველი" პოლიტიკური ძალის "კისერზეა შემომჯდარი და იგესლება". "დროზე უნდა ვუშველოთ თავს, რომ მაშველები იქით არ გავხდეთ საშველები. თუ მათ გესლსა და ბალღამს გადავურჩით, ხალხის რისხვას ვერ გადავურჩებით, რომელიც ჩვენგან ითხოვს რეჟიმის მხილებას და დამნაშავეთა დასჯას" - აღნიშნა ნიშნიანიძემ გამოსვლისას.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|