მამამ საკუთარი ქალიშვილები მძევლად აიყვანა 9 ივლისი 2013, 17:08:00
AUTO PLAY
დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდშირში, 38 წლის მამაკაცმა თავისი ორი წლის ტყუპი ქალიშვილები აიყვანა მძევლად. როგორც ირკვევა, მამაკაცმა, რომელიც გოგონების დედასთან განქორწინებულია, სახლში მიაკითხა ყოფილ ცოლსა და შვილებს. მათ შორის კონფლიქტი მოხდა, ქალი სახლიდან გამოიქცა, მამაკაცმა კი შვილების გამოშვებაზე უარი განაცხადა. გოგონების დედამ პოლიციას შეატყობინა ფაქტის შესახებ. სახლის ირგვლივ შეკრებილი 50-მდე პოლიციელი რამდენიმე საათის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებას მამაკაცთან, რომელიც სავარაუდოდ შეიარაღებული იყო. მამამ 2-საათიანი შუალედით ორივე ქალიშვილი გაათავისუფლა ტყვეობიდან.
0
|
|