"თვითმკვლელობამდე ვართ მისული" - იპოთეკით დაზარალებულები 9 ივლისი 2013, 15:29:34
AUTO PLAY
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას იპოთეკით დაზარებული მეანაბრეებისათვის 2-წლიანი მორატორიუმის გამოცხადებას სთხოვენ. თავისუფლების მოედანზე, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ოფისის წინ, თეატრალიზებული სახის აქცია-ბრიფინგი ჩატარდა, რომელსაც ბანკებისგან დაზარალებული იპოთეკარები მართავენ. ამ აქციის ორგანიზატორები არიან და დაზარალებულებს მხარდაჭერას უცხადებენ "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის", "მოძრაობა სამართლიანობა უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს", მემარცხენე ალიანსის წარმომადგენლები - სოსო შატბერაშვილი, კახაბერ ძაგანია, ასევე უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე. აქციაზე იმყოფება პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი. როგორც აქციაზე ითქვა, ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებენ - "დაიკავე საქართველო", რომლის ერთ-ერთი საკითხი იქნება დაზარალებული მეანაბრეები. აქციის მონაწილეები "საქართველოს ბანკის" ოფისთან ლოზუნგებითა და თეთრი დროშებით მივიდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა სკამები მიიტანეს და ყველაფერს თეატრალიზებული სახე მისცეს.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|