როგორ "რეცხავენ" მდინარე ხუანხეს - სანახაობა ათასობით ტურისტს იზიდავს 9 ივლისი 2013, 14:25:29
AUTO PLAY
ჩინეთში, სიდიდით მეორე მდინარის, ხუანხეს ნაპირებზე ათეულ ათასობით ტურისტი იკრიბება ყოველწლიური, შთამბეჭდავ სანახაობაზე დასასწრებად - მდინარის შლამისგან გასუფთავების პროცესის სანახავად. წელიწადში ერთხელ ყვითელ მდინარეში ჯებირიდან ტონობით ქვიშას ყრიან და წყალს უშვებენ. 5464 კილომეტრის სიგრძის მდინარე ხუანხე ჩინეთის ორ ავტონომიურ ოლქზე გადის და ცხრა პროვინციას კვეთს. მისი 800-მეტრიანი მონაკვეთი, ზღვასთან ახლოს მდებარეობს და სწრაფად ივსება შლამით, რაც ახლომახლო დასახლებებს დატბორვის საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ ეწყობა აქ მდინარის "ქვიშით გარეცხვის" რიტუალი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.
2
|
|