მომღერლის მკვლელობა სცენაზე 8 ივლისი 2013, 16:28:22
AUTO PLAY
20 წლის ბრაზილიელი მომღერალი, დანიელ ტელეგინი სცენაზე სიმღერის შესრულებისას მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ერთ-ერთმა მაყურებელმა მობილური ტელეფონით გადაიღო, პოლიციას მკვლელი ამ დრომდე არ ყავს დაკავეული. ერთ-ერთი ვერსიით, მომღერალს ტყვია მუცლის არეში მოხვდა და მედიკოსებმა საავადმყოფოში მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს, მეორე ვერსიით კი ის სცენაზე გულში დაიჭრა და მისი გადარჩენა შუეძლებელი გახდა. 20 წლის მომღერალი სამპაულოს შტატში რეპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი იყო, რომელიც ნარკომანიის და ქუჩის პრობლემებზე მღეროდა.
1
|
|