"ქუთაისს არაფერი ეშველება..." - ქალაქის მერის მორიგი მარგალიტი 2 ივლისი 2013, 13:30:52
AUTO PLAY
ქუთაისის მერიაში დაპირისპირებაა. "პატრიოტთა ალიანსის" ხელმძღვანელის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, ქუთაისის ახლად დანიშნული მერი მოვალეობებს სათანადოდ არ ასრულებს. თავის მხრივ, დიმიტრი კოპალიანი ოპონენტებს კორუფციას მიჩვეულებს უწოდებს და არ აპირებს, მათთან დათმობაზე წავიდეს. საკმაოდ უცნაურ განცხადებაში, რომლითაც დიმიტრი კოპალიანმა თანამოქალაქეებს მიმართა, ქალაქის მერი გაოცებას ვერ მალავს: "22 წლის წინ სულ სხვა ხალხი დავტოვე ქუთაისში. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ამდენი უზნეო ადამიანის ხილვამ. ის, რაც ქუთაისში ერთ თვეში ვნახე, ჩემს გაოცებას იწვევს. ქუთაისს არაფერი ეშველება მანამ, სანამ ქალაქს მართავენ "ნაციონალები", გარდაქმნილ-გარდაუქმნელები.
0
|
|