მძიმე მეტალი 6 წლის გოგონას შესრულებით - ჟიური და დარბაზი შოკშია 27 ივნისი 2013, 14:49:05
AUTO PLAY
ამერიკული "ნიჭიერის" მერვე სეზონის შესარჩევ ტურზე ჟიურის წინაშე და-ძმა - 6 და 9 წლის არალინ და აიზეა ო ნილები წარსდგნენ. ვარდისფერ კოლგოტში და კოპლებიან კაბაში გამოწყობილი პატარა გოგონა სიმღერისთვის მოემზადა, მისი უფროსი ძმა კი დასარტყამ ინსტრუმენტს მიუჯდა. თუმცა, იმან რაც შემდეგ მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა... გოგონამ მძიმე მეტალის ჟანრის სიმღერის Zombie Skin-ის შესრულება დაიწყო. ჟიურის ორმა წევრმა მალევე დააჭირა წითელ ღილაკს უკმაყოფილების ნიშნად, რაც შემდეგ იმით ახსენეს, რომ პატარა გოგონას ამღერება ასეთ ტონალობაზე, სახიფათოა. "დაბნეულები და შეშენებულები ვართ" - აღნიშნეს ჟიურის წევრმა ქალბატონებმა ჰაიდი კლუმმა და მელ ბიმ. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ჟიურის წევრებს შორის, მეტალისტ და-ძმას ამერიკული "ნიჭიერის" მაყურებელი მომდევნო ტურშიც იხილავს.
0
|
|