მიხეილ სააკაშვილი - "დედაჩემის ჩვეულებრივ ბინაში გადმოვედი" 27 ივნისი 2013, 14:33:10
AUTO PLAY
საქართველოს პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა ბათუმში მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იგი გასართობ ცენტრ "ბათუმი პლაზაში" დასასვენებლად იმყოფება, სიცრუე უწოდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია საკუთარი ინიციატივით რამდენიმე თვის წინ დატოვა და ბათუმში დედის კუთვნილ ბინაში ცხოვრობს. პრეზიდენტის ვიდეოკომენტარი მისი "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა. გუშინ "ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტები პრეზიდენტთან შესახვედრად რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი მხოლოდ "რუსთავი 2"-ისა და "ინფო 9"-ის გადამღებ ჯგუფთან გააკეთა. "ინტერპრესნიუსის" და "პალიტრა ტვ"-ის კორესპონდენტი, "იმედის", "მე-9 არხის", "აჭარის ტელევიზიის", "25-ე არხის", "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და გაზეთ "ბათუმელების" ჟურნალისტები დაცვის სამსახურმა კომენტარის ჩასაწერად არ შეუშვა იმ მიზეზით, რომ მათ შეხვედრაზე დაიგვიანეს.
3
|
|