კონფედერაციის თასი შეიძლება ჩაიშალოს 21 ივნისი 2013, 17:57:00
AUTO PLAY
ბრაზილიელი მოსახლეობის პროტესტის გამო საერთაშორისო ტურნირი შეიძლება ჩაიშალოს. მოგეხსენებათ, ახლა ბრაზილიაში აქტიურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. მოსახლეობა კონფედერაციის თასზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედმეტად დიდი თანხების დახარჯვას აპროტესტებს. საპროტესტო აქციები ბრაზილიის 80-მდე ქალაქში მიმდინარეობს. გუშინ რიოში 300 ათასამდე ადამიანი გამოვიდა აქციაზე. პოლიციამ დემონსტრაციის ჩაშლა გადაწყვიტა, თუმცა ეს მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა, რასაც 40-მდე ადამიანის დაშავება მოჰყვა. ახლა ფიფა-დან აცხადებენ, რომ ტურნირის ბადეში ცვლილებები შეტანას არ აპირებენ, თუმცა ბრაზილიაში ტურნირის ჩაშლას არ გამორიცხავენ, თუ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|