თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება 6 ივნისი 2013, 16:40:02
AUTO PLAY
თალიბები "ჯიჰადით" იმუქრებიან "ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!"
1
|
|
2. რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ჰელმანდში ქართულ კონტინგენტს ავღანელები ძალიან ხშირად ეძახიან روسها ანუ რუსებს, ასე რომ თუ აწი რეალურად ჩვენს სახელს გვეძახიან პროგრესი განუცდიათ :)))
3. ჰელმანდის პროვინციის ძირითადი ინჰაბიტანტები არიან ბარაკზაი, ნურზაი, ალაკზაი და იშაკზაის ტომები, ასევე 2010 წლიდან მოყოლებული თალიბების მიერ ძალიან შევიწროვებას განიცდიან, ანუ ბევრი რომ არ მივედ-მოვედო ე.წ "ატმოსფერიქსი" არის ძალიან პრო ISAF-ური (საუბარია ადგილობრივებზე) - ადგილობრივების მხარდაჭერის გარეშე იქ თალიბებს ფაქტობრივად 80% უარყოფით მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვთ!
4. ამ ვიდეოში როგორც ნათლად ჩანს გამოყენებულია ზოგიერთ ისეთი ფოტო რომელიც რეალურად სამხედრო მოსამსახურეების პირადი სურათებია (ანუ მარტივად ვთქვათ ე.წ. "ოდნოკლასნიკური" და "საფეისბუქე" - გამომდინარე აქედან მეტად სავარაუდოდ შესაძლებელია რუსული სამსახურების მიერ ძალზედ მარტივად არის მოპოვებული)
5. ვიდეოს რეალურდ თალიბანისადმი კუთვნილებას ასევე ეჭვის ქვეშ აყენებს მისი არას ისლამური დაწყება, ყველა მიმართვა ნამდვილი "მუჯაჰედური" და "ალაჰის მებრძოლისეული" იწყება ბისმი ალლაჰი ალ-რაჰმანი ალ-რაჰიმით (بِسْمِ اللَّهِ الرَّحْمَٰنِ الرَّحِيمِ) ანუ სურით "ფატიჰა" (სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა. დიდება ალლაჰს, სამყაროთა უფალს, მოწყალესა, მწყალობელსა, განკითხვის დღის მეუფესა. თაყვანსა გცემთ შენ, შეწევნასა გთხოვთ შენ. დაგვადგინე სწორსა გზასა. იმათ გზასა, ვისაც მადლი უწყალობე შენ, არა იმათს, შერიცხული ვინცაა, არცა იმათს, გზასამცდარი ვინცაა) - არცერთი მუსლიმი მებრძოლი (არცერთი!!!) არ იწყებს და არ აკეთებს არაფერს ამის გარეშე!!!
6. თალიბები "ავღანეთს" არ უწოდებენ ამ სახელს, თალიბები ავღანეთს მოიხსენიებენ როგორც افغانستان اسلامي امارات - (და ავღანისტან ისლამი ამარატ) ანუ "ავღანეთის ისლამური ემირატი". შესაბამისა