"ნიჭიერში" გამარჯვებული ვანო ფიფიას ოჯახი დახმარებას ითხოვს 5 ივნისი 2013, 17:06:36
AUTO PLAY
პროექტ "ნიჭიერის" გამარჯვებული კარდენახელი ვანო ფიფიას ოჯახი დახმარებას ითხოვს. მოზარდი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, მას ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის 900 ლარის ღირებულების მედიკამენტი ყოველ ხუთ თვეში ერთხელ ესაჭიროება, თუმცა ოჯახს შესაბამისი სახსრები არ გააჩნია. ვანო ფიფიას დედა ნანა ვიბლიანი აცხადებს, რომ მედიკამენტის შეძენას პროექტის ფარგლებში გადაცემული ბინის გაქირავებით აპირებდა, თუმცა გამარჯვებულს სახლი ბათუმის ბულვარში დღემდე არ მიუღია. "სარეაბილიტაციოდ ვანოს ორი კურსი უკვე ჩაუტარდა, თუმცა ახლა უფულობის გამო მესამე კურსის ჩატარებას ვერ ვახერხებთ",- განაცხადა ნანა ვიბლიანმა ტელეკომპანია "გურჯაანისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
3
|
1099.00
k
1499.00
k
|