მამა-შვილობის საოცარი ისტორია - მშობელი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო 1 ივნისი 2013, 14:34:11
AUTO PLAY
"დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ვეწეოდი, იმ დღემდე, სანამ პირველად მედისონი დავინახე" - ამბობს მიჩიგანელი რიკ ვან ბიკი, მამაკაცი, რომელსაც ამერიკაში საუკეთესო მამის სახელით იცნობენ. რიკის ქალიშვილს, 13 წლის მედისონს ცერებრალური დამბლა აქვს, რის გამოც, სიარული და ლაპარაკი არ შეუძლია. განვითარებით, კი სამი თვის ბავშვის დონეზეა. რიკი იმაშიც კი არ არის დარწმუნებული, რომ გოგონას მისი დანახვა შეუძლია, თუმცა ზუსტად იცის, რომ მედისონს სუფთა ჰაერზე ყოფნა და წყალი უყვარს. ამიტომ, მამა ყველაფერს აკეთებს, რომ ქალიშვილის სახეზე წამით მაინც დაინახოს ღიმილი. რიკი 2008 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ყველა სპორტულ ღონისძიებაში მედისონთან ერთად, რომელსაც გამუდმებით ხელით დაატარებს. მამა-შვილმა უკვე 70 შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა. მამაკაცი, რომელსაც არასდროს უცხოვრია სპორტული ცხოვრებით, ამბობს რომ შვილისთვის უკეთესი გახდა: "მედიმ ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა - მხოლოდ იმითაც კი, რომ ის მაგალითი გახდა სპორტული შეჯიბრებების მონაწილეებისთვის. ჩვენ საუკეთესო გუნდი ვართ" - ამბობს რიკი. მედისონს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი სამი თვის ასაკში დაუსვეს. "ყველა ლოცულობს, რომ მისი შვილი ჯანმრთელი იყოს და მე განვაგრძობ მასზე ლოცვას. თუმცა, მედისონი რომ ასეთი არ ყოფილიყო, ჩვენ ვერ ვიქნებოდით ისეთები, როგორებიც ახლა ვართ". რიკის მედისონის გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს, რომლებიც სრულიად ჯანმრთელები არიან. "ის ჩემი გულია, მე მისი ფეხები ვარ. შესაძლოა, ერთხელ ის აღარ იყოს ჩემთან ფიზიკურად, მაგრამ ყოველთვის იქნება ჩემს გულში" - ამბობს ამერიკის საუკეთესო მამა.
6
|
|