საკანალიზაციო მილში ჩვილის ჩავარდნა უბედურ შემთხვევად შეფასდა 30 მაისი 2013, 09:50:38
AUTO PLAY
ჩინეთის ქალაქ ცზინხუაში საკანალიზაციო მილიდან მაშველების მიერ ამოყვანილი ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია. ახალშობილი ამჟამად სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშაა. ბავშვის დედის განცხადებით, მას უცაბედად დაეწყო მშობიარობა სააბაზანოში და ახალშობილი მოულოდნელად ჩაუცურდა საკანალიზაციო მილში. ეს ფაქტი უბედურ შემთხვევად შეფასდა, რის გამოც დედას სამართალდამცავები არ დასჯიან. მას შემდეგ რაც დედა დარწმუნდა, რომ ახალშობილი გადაარჩინეს მაშველებმა, იგი სამსახურში წავიდა. ინფო 9
0
|
1099.00
k
1499.00
k
|