ჰიმნი სოფო ნიჟარაძის შესრულებით, პრეზიდენტი და ჩვენი ჯარისკაცები 27 მაისი 2013, 13:32:55
AUTO PLAY
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთშიც აღინიშნა. საზეიმო ცერემონია ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა ლეზერნიკზე გაიმართა. დამოუკიდებლობის დღე 42-ე და 33-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებმა ერთად იზეიმეს. ქართველ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა. ჯარისკაცებისთვის იმღერა სოფო ნიჟარაძემ, რომელმაც საქართველოს ჰიმნი შეასრულა. მომღერალი სოციალურ ქსელში ავღანეთში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს კომენტარით „რიგითი ნიჟარაძე ბაზაზე, სასადილოში“. ფოტო საზეიმო სადილზეა გადაღებული. ინფო 9
4
|
|