ბოროტების დათრგუნვა განგიზრახავს, მაგრამ იგი ბოროტებითვე ვერ დაითრგუნება 21 მაისი 2013, 14:05:07
AUTO PLAY
- სხვა მიზეზი და სხვა მიზანი არ მქონია არასდროს მე, მარტო ქადაგება ვეღარაფერს ხდება, ხედავთ ამას თქვენ. წაიბილწა ერი. ძალაა საჭირო, შიში შეიქმს სიყვარულსა, შიში! ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო სიკეთე არ კმაროდა არასდროს - ეშმაკეულ არს და ცბის! - რასაც შენ აკეთებ, ბოროტების დასათრგუნად აკეთებ, ასე ჩანს მაგ საქმე. არ გამოდის ეგ, შენი მოქმედებით ერში ძალადობა მრავლდება უფრო და რომ გინდა, იმის საწინააღმდეგო შედეგი მოაქვს... თუ გამიგე, რას ვლაპარაკობ... ერთი რომ იყო, ხუთი ბოროტება ამოვიდა იმ ადგილზე და უფრო გაიხრწნა ერის ზნეობა. უკუღმა გამოდის ყველაფერი!..
17
|
1099.00
k
1499.00
k
|