კონკურსანტმა, რომელმაც ლაპარაკის უნარი წლების წინ დაკარა, ჟიური ააცრემლა 19 მაისი 2013, 14:35:23
AUTO PLAY
ბრიტანეთში "ნიჭიერის" შესარჩევ ტურებზე ჟიურის წინაშე 29 წლის მომღერალი ალიკი წარსდგა, რომელმაც Evanescence-ის ჰიტი Wake Me Up შეასრულა. ალიკი წლების წინ ენცეფალიტით (თავის ტვინის ანთება) დაავადდა და მეტყველების, კითხვის, წერის და სიარულის უნარი დაკარგა. მას დედა აჭმევდა, აბანავებდა. ერთხელაც, როდესაც ალიკი საავადმყოფოში იწვა, დედამ მას წაუმღერა და გოგონა პირველად დიდი ხნის შემდეგ, ღიღინით აყვა. სიმღრის დახმარებით მან შეუძლებელი შეძლო და ალიკიმ ეს გამოსვლა დედას მიუძღვნა. ჟიური მომღერლის გამოსვლით აღფრთოვანებული დარჩა და იგი მორიგ ტურში გადაუშვეს.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|