ბექა ელბაქიძე 13 მაისი 2013, 21:38:26
AUTO PLAY
უსიყვარულოდ გადავირევი... დარდი მაწვალებს შენებრ კარგების, ხან მოვარდები როგორც ირემი, ხან იასავით დამეკარგები. ** მოგიტაცნია ღიმილ ფრესკიდან, დაუწყევლიხარ ვინმე ასურელს, შენი თვალების ეშხი შეშლიდა, ორბელიანთა ზვიად ასულებს. ** ჯვარს დაიწერდა შენზე გოეთე, გალაკტიონიც დათმობდა მერის, შენ მოგიძღვნიდნენ ძვირპას სონეტებს, ჯორჯ ბაირონი შექსპირი შენი. ** დღეს სიყვარული მართლაც არ არის, ხვალ კალმოსნები დახრიან კალმებს, როგორც მე ერთი ამ ქვეყანაზე, დაგიკოცნიდი მაგ ლამაზ თვალებს. ** როს ამათრთოლებს ცახცახი კვირტის და შუქს მოვტაცებ ატმების ხანძარს, მე გაზაფხულის ფერებით ვიწვი, უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს. ** კორდები ღიმილს შემომაგებებს, ნიავი კოცნის თაფლისფერ ნაწნავს, მ ე გაზაფხულის ფერებით ვიწვი, უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს.
19
|
|