„ვგავარ ნაჩხუბარს?“- ირაკლი ქადაგიძე 13 მაისი 2013, 15:13:10
AUTO PLAY
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე კლუბ-რესტორან LA TRUFFE -ში ინციდენტის დროს ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს. „ვგავარ ნაჩხუბარს?“- ამ კომენტარით შემოიფარგლა ქადაგიძე, როდესაც ჟურნალისტი აღნიშნული ფაქტით დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბ-რესტორანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც იმყოფებოდა. რესტორან LA TRUFFE -ში ფიზიკური დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაშავდნენ. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი სახლში გაწერეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
0
|
10.00
k
22.00
k
225.00
k
300.00
k
|