უბედური შემთხვევის დეტალები - რას ჰყვება სტუდენტი გოგონას მეგობარი 2 მაისი 2013, 17:18:31
AUTO PLAY
თსუ-ს მე-2 კორპუსში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა ადამია მე-3 სართულიდან თანაკურსელმა ლევან ღონღაძემ ძალის გამოყენებით გადმოაგდო. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც გვანცა ადამიას მეგობრები ჰყვებიან, გვანცა თანაკურსელს მუდმივად თავს არიდებდა. მათი თქმით, ისინი შეყვარებულები არ იყვნენ. „ბიჭს უყვარდა და თავს არ ანებებდა გვანცას. გუშინ მოხდა კონფლიქტი. აიყვანა ხელში და მესამე სართულიდან გადმოაგდო, თან ჩანთაც მიაყოლა“, - აცხადებენ ადამიას მეგობრები. დაშავებული რესპუბლიკური საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. გვანცას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა. ექიმის განცხადებით, დაშავებული გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე–3 განყოფილების თანამშრომლებმა დღეს, 1992 წელს დაბადებული ლევან ღონღაძე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–108 მუხლით, 7–დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2
|
|